საზოგადოება
28/05/2021

ავტობუსები - N12, N22, N58, N30, N91 და N92 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება

ავტობუსები - N12,  N22,  N58,  N30, N91 და N92 ხვალიდან BMC-სა და ISUZU-ს მარკის 12-მეტრიანი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, N12 მარშრუტზე მოძრავ ISUZU-ს მარკის ოთხ ერთეულსა და N22-ზე მოძრავ სამ ერთეულ ავტობუსს BMC-ის მარკის 12-მეტრიანი ავტობუსები ჩაანაცვლებს.

რაც შეეხება N58 მარშრუტზე მოძრავ ოთხ ერთეულ „ბოგდანის“ მარკის ავტობუსს, მათ BMC-ის მარკის ხუთი ავტობუსი შეცვლის. ასევე, N92 მარშრუტზე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების ნაცვლად, 12-მეტრიანი ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.    

თბილისის მერიის ინფორმაციით, N12 და N22 ავტობუსების ჩანაცვლების შედეგად, ISUZU მარკის გათავისუფლებული ავტობუსები N91 და N30 მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.  

საერთო ჯამში, დედაქალაქში „ბოგდანის“ მარკის 16 ერთეული ავტობუსი ახალი მოდელებით ჩანაცვლდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023