საზოგადოება
06/09/2021

ავერსის კლინიკა: უახლოეს მომავალში კლინიკის ყველა თანამშრომელი ვაქცინირებული იქნება

„ავერსის კლინიკის“ დირექტორი დიმიტრი ჯორბენაძე jandacva.ge-სთან აცხადებს, რომ  თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში კლინიკის ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებული იქნება.

„შვებულებაში ვარ და ბოლო ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, დაახლოებით 3 კვირის წინ ვაქცინირებულების რიცხვი დაახლოებით 50% იყო. ახლა ეს  ციფრი გაცილებით მეტი იქნება,“ - აცხადებს ჯორბენაძე.

მისივე მტკიცებით, სამედიცინო პერსონალი ყველაზე მეტადაა გათვითცნობიერებული ვაქცინაციის  დადებით ეფექტში.

„ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი როგორც ჩვენც გამოვიკვლიეთ იყო ის, რომ კოვიდი ბევრ თანამშრომელს ჰქონდა ახალი გადატანილი და ამიტომ მათი ჩართულობა გადავადდა გარკვეული პერიოდით,“ - აცხადებს ჯორბენაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023