საზოგადოება
18/11/2020

არ გადადო, იმოქმედე დღეს! - ბავშვთა უფლებების ცხელი ხაზი 111

სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, არასრულწლოვანს 13-დან 18 წლამდე და სრულწლოვანს 18-დან 25 წლის ჩათვლით (მათი ოჯახის წევრ(ებ)თან ერთად), რომელიც თვლის, რომ არის დამოკიდებული ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე, სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს. სარეაბილიტაციო მომსახურება შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“-ს მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის /ექიმი ნარკოლოგის მომსახურებას, სოციალური მუშაკის მომსახურებას და ფსიქიატრის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში).

მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, საგანგაშოა არასრულწლოვნებსა და სრულწლოვნებში ადიქციის პრობლემა. ეს არის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა, მიჯაჭვულობა ვინმეს/ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშე ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ადიქციის პრობლემა გამოიხატება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის უკონტროლო მოხმარებით; აზარტულ, კომპიუტერულ თამაშებზე და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით.

სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვის მიზნით, აუცილებლად დარეკეთ „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე – 111“. 111 - ზე ზარის განხორციელება უფასოა, კონსულტირება და სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვა შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.

მთავარია, იცოდე რომ შენ გაქვს შესაძლებლობა დარეკო და ერთად დავიწყოთ შენი ქცევის მართვა - გათავისუფლდი დამოკიდებულებისგან! დარეკე „ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე“ - 111. ზარის განხორციელება და მომსახურების მიღება - უფასოა! სახელმწიფო გიცავს და ზრუნავს!

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023