საზოგადოება
03/05/2023

აპლიკაცია "ფიქს თბილისი" 15 მაისიდან ამოქმედდება

აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტის ინფორმირებას შეძლებენ, 15 მაისიდან ამოქმედდება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია სპეციალური აპლიკაციის - „ფიქს თბილისის“ შესახებ, რომელიც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ შექმნა. ეს არის მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის სპეციფიური კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, მუნიციპალიტეტის ინფორმირება დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ. დღეს მოქალაქე ან ცხელ ხაზზე რეკავს, ან „ფეისბუქზე“ გვაწვდის ინფორმაციას. ხშირად პირადად მეც მიგზავნიან ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს შეიძლება იყოს სკვერში რაიმეს დაზიანება, ან ატრაქციონი იყოს მოსაწესრიგებელი, დაზიანებული იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა, განათება და ასე შემდეგ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო გავამარტივოთ კომუნიკაცია და პრობლემის მოგვარება. ამ მიზნით, იქმნება შესაბამისი აპლიკაცია „ფიქს თბილისი“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ნებისმიერ ადამიანს, მოგვაწოდოს ინფორმაცია. ჩვენც გვაქვს დიდი მოტივაცია, რომ ვიყოთ ძალიან სწრაფები აღნიშნული პრობლემების მოგვარებაში. ვთქვათ, ადამიანმა ნახა, რომ პარკში ატრაქციონია დაზიანებული, აღნიშნული აპლიკაციით იღებს ფოტოს, მიუთითებს მისამართს და აგზავნის. ამ ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები, რომლებსაც ექნებათ ვალდებულება, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ ეს პრობლემა. როდესაც პრობლემა მოგვარდება, მოქალაქეს მიუვა შეტყობინება ამის შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია უნდა ამოქმედებულიყო პირველი მაისიდან, თუმცა Google play store-ისა და App store-ის ვერიფიკაციის პროცესის გამო, რასაც გარკვეული დრო დასჭირდა, აპლიკაცია 15 მაისიდან ამოქმედდება.

„ამჟამად აპლიკაცია აერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას, ესენია: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანება. შევეცდებით, დროთა განმავლობაში აღნიშნული ნუსხა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მანამდე გაიმართება პრეზენტაცია, სადაც აღნიშნული სიახლის შესახებ საზოგადოება კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023