საზოგადოება
30/07/2021

ამირან გამყრელიძე: ნებისმიერ თავშეყრაზე მხოლოდ აცრილი უნდა მივიდეს და ეს წესად უნდა იქცეს 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში პიკია, ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10 დღის ან 2 კვირის შემდეგ დაიწყებს შემცირებას. 

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. 

“თუ გინდათ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა სახელს დავარქმევთ, ფაქტია ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. ბოლო სამი დღის განმავლობაში აბსოლუტურ რიცხვში კი იზრდება რაოდენობა, მაგრამ ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია. ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კიდევ დაახლოებით 10 დღე, 2 კვირა და შემდეგ უნდა იყოს უკუსვლა, მაგრამ ნელი ტემპით. სწორედ, ეს რომ შევაკავოთ, ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და მეორე მხრივ ყველა რეკომენდაციის დაცვა. ამ რეკომენდაციებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პირბადის ტარება ყველგან, მათ შორის გარე სივრცეებში, იქ სადაც დაცული არ არის დისტანცია. პირბადეზე უკეთესი დამცველი საშუალება დღეს არ არის. მიკროსამყარო სერიოზულად ებრძვის მაკროსამყაროს, ხშირად ხდება მუტაციები, იქმნება ახალ-ახალი შტამები, რომელთაგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა პირბადე, დისტანცია და რაც ჩვენთან სამწუხაროდ არ არის დაცული, ეს არის დიდი თავშეყრები. ყველა ეპიდაფეთქების კერა არის დიდი თავშეყრები - ქორწილი, ქელეხი, გამოსაშვები საღამო და სხვა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. 

მისი განცხადებით, წესად უნდა იქცეს, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირებული ან წინასწარ გატესტილი ადამიანი. 

“კულტურის წესად უნდა იქცეს ეს. თუ ადამიანი დაპატიჟებულია, მაგრამ არცრილი არ არის, არ უნდა მივიდეს. ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023