საზოგადოება
19/08/2021

"აგროსექტორში 7 მლრდ-ის, ადგილობრივი წარმოების განვითარებაში 2,5 მლრდ-ის ინვესტირებას ვგეგმავთ"

მთავრობა სოფლის მეურნეობაში 7 მლრდ-ის, ადგილობრივ წარმოებაში კი 2,5 მლრდ-ის , ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში 32 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, - მთავრობის გეგმებზე პრემიერმა ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.

„სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ 2 მილიარდამდე ინვესტიცია ჩავდეთ ბიზნესთან ერთად, შედეგად, ძლიან ბევრი საწარმო დაფინანსდა საქართველოში, ყველა რეგიონის მიმართულებით. ვიცი, რომ გურიაში ბევრი პრობლემაა ჯერ კიდევ. ლანჩხუთზე რომ ვილაპარაკოთ, ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსახლეობისთვის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ მთავარი აქცენტი. სოფლის მეურნეობაში მთავრობა 7 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს. თითოეული რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვავს გეგმები და სწორად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და რომელი კულტურების გაშენება უნდა წავახალისოთ. ლანჩხუთში ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარულია ლურჯი მოცვის წარმოება და მოყვანა. მთავრობა ამ მიზნით საკმაოდ საინტერესო პროგრამას სთავაზობს მოსახლეობას. შედეგად, 300 ჰექტარზე მეტ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყეთ ხელი. აქტიურად მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების აღდგენა, მაგრამ ეს ყვლაფერი უნდა დაჩქარდეს და მასშტაბები უნდა გაიზარდოს ყველა მიმართულებით.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას, აქედან 1 მილიარდი იქნება მთავრობის შენატანი და 1300-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების დაფინანსებას გეგმავს მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023