საზოგადოება
16/10/2020

ADB-იმ წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის საქართველოს €133 მლნ გამოუყო

საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან (ADB) 133 მლნ ევროს მიიღებს, მიზანი წყალმომარაგების სექტორის განვითარებაა.

„წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე“ მხარეებმა ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტრსო ცნობით, პროგრამის ფარგლებში, ADB გამოყოფს ფინანსურ რესურსს 115,3 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში. პროგრამა, ასევე, მოიცავს საინვესტიციო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება 17,7 მლნ ევროს შეადგენს.

პროექტი მოიცავს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაძლიერებას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის მენეჯმენტის ეფექტურობისა და მართვის გაუმჯობესებას. რაც შეეხება საინვესტიციო კომპონენტს, პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ქალაქ თელავში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023