საზოგადოება
18/12/2020

ადამიანის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია

საქართველო საუკეთესო ქვეყნების ჯგუფში უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა, რეგიონში ლიდერობს და მსოფლიოში 40-ე ადგილი დაიკავა.

ადამიანის თავისუფლების ინდექსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ინდექსია. ის თითოეულ ქვეყანაში ადამიანთა თავისუფლებას 0-დან 10 ქულამდე აფასებს.

ინდექსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, უსაფრთხოება, საკანონმდებლო სისტემა, ადამიანების უფლებების დაცვა და სხვა. შედეგების მიხედვით, განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებშია. უფრო კონკრეტულად კი პირველი ათეული ახალმა ზელანდიამ, შვეიცარიამ, ჰონგ-კონგმა, კანადამ, ავსტრალიამ, დანიამ, ლუქსემბურგმა, ფინეთმა, გერმანიამ და ირლანდიამ დაიკავეს. რაც შეეხება საქართველოს, ის 162 ქვეყანას შორის, რეიტინგში 7.87 ქულით 40-ე ადგილს იკავებს, რაც რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საუკეთესო მაჩვენებელია.

საქართველო ლიდერია კავკასიასა და ცენტალურ აზიაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთი უსწრებს. ინდექსი ადამიანის თავისუფლების დონის მიხედვით ქვეყნებს 4 ზონაში აჯგუფებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს მეორედ მოხვდა საუკეთესო, პირველ ზონაში, ანუ იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანის თავისუფლება ყველაზე მეტადაა უზრუნველყოფილი. აქამდე საქართველო პირველი კატეგორიის ქვეყნებს შორის მხოლოდ შარშან დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ფარგლებში საქართველო ეკონომიკის თავისუფლების მიხედვით ევროპაში 2-ე ადგილზეა და მას მხოლოდ შვეიცარია უსწრებს. ევრაზიის კონტინენტის სახელმწიფოებს შორის საქართველო ასევე მეორე ადგილზე იმყოფება შვეიცარიის შემდეგ. ადამიანის თავისუფლების ინდექსი და ანგარიში ქვეყნდება კატონის ინსტიტუტის, ფრეიზერის ინსტიტუტის და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდის ლიბერალთა ინსტიტუტის მიერ ერთობლივად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023