საზოგადოება
01/09/2021

96 ხიდი და 53 გვირაბი - რა ეტაპზეა რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა გრძელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან, ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და შორაპანი-არგვეთას 14.7 მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, პარალელურად შენდება 71 ხიდი და 47 გვირაბი. 8 გვირაბი უკვე გაჭრილია და მიმდინარეობს მათი მოპირკეთების სამუშაოები. 

რიკოთზე, საერთო ჯამში, დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად 2021-2024 წლებშია დაგეგმილი. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას მხოლოდ 3–3.5 საათი დასჭირდება. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.6 მლრდ ლარამდეა.

უკვე სექტემბერში დაგეგმილია ახალი გზის 2 კმ-იან მონაკვეთის გახსნა, რომელიც 6 ხიდისა და 3 გვირაბისაგან შედგება

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობას მთავრობა საუკუნის პროექტს უწოდებს. აქ მშენებლობა ურთულეს გეოგრაფიულ მარშრუტზე და ურთულესი საინჟინრო კონსტრუქციებით მიმდინარეობს. 

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მოეწყობა სპეციალური სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საკუთარი ნაწარმის გაყიდვის საშუალება ექნება. ასეთი სავაჭრო მეოდნები მოეწყობა სურამში, შროშასა და ზესტაფონში.

სამინისტროში განმარტავენ, რომ COVID 19-ის გამოწვევის მიუხედავად, რიკოთის უღელტეხილზე სამუშაოები არ გაჩერებულა, პროექტებზე ამჟამად დასაქმებულია 4000-ზე მეტი ადამიანი და დასაქმებულთა 68% საქართველოს მოქალაქეა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023