საზოგადოება
30/12/2021

31 დეკემბერს ჯავახიშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების გამო, ჯავახიშვილისა და ინაშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 31 დეკემბრის 10:00 საათიდან პირველი იანვრის 05:00 საათამდე იმოქმედებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, კოსტავას ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩამსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით, მარჯვენა სანაპიროდან ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ კოსტავას ქუჩის მიმართულებით. თაბუკაშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ თაბუკაშვილისა და მესხიას ქუჩების გადაკვეთამდე.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ავტობუსები - n6, n14, n31, n33, n37, n42, n46, n52, n58, n87, n88, n150, n301 და მიკროავტობუსები - n2, n31, n41, n72, n120, n145 და n170, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან, ქეთევან დედოფლის გამზირიდან და გორგასალის ქუჩიდან თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმართულებით მოძრაობისას მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩების გამოყენებით გადაადგილდებოდნენ, ამჯერად, მარჯვენა სანაპიროდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

ავტობუსები - n59 და n91, რომლებიც მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩას უკავშირდებოდნენ, გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მოძრაობას გმირთა მოედნის მიმართულებით შეძლებენ და შემდეგ, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023