საზოგადოება
26/04/2023

27 აპრილს ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს

27 აპრილს, ბათუმი დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმში მონაწილეობას 70-ზე მეტი კომპანია მიიღებს.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაცით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ 2000-ზე მეტი ვაკანსიიდან შეარჩიონ სასურველი: სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ინიციატივით ტარდება.

ღონისძიება ,,შერატონ ბათუმში’’, 14:00 საათზე დაიწყება. წელს პირველად, კომპანიების გარდა საკუთარ სერვისებსა და პროგრამებს მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებიც გააცნობენ.

დასაქმების ფორუმზე, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი პროფესიული კოლეჯები. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს, 2023 წელს პირველი ფორუმი ზუგდიდში გაიმართა, აჭარის შემდეგ კი, დასაქმების ფორუმს მაისის თვეში სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023