საზოგადოება
14/09/2021

2023 წლიდან ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება

2023 წლიდან ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირებას ადგილობრივ ბაზარზეც შემოიღებენ. აღნიშნულს "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც აგრარულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით,„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ოთხი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის.

„ღვინის კატეგორიებს ემატება ახალი - „დეალკოჰოლიზებული ღვინო“, რომლის წარმოებისთვისაც დაშვებული იქნება შესაბამისი ტექნიკა, აღიარებული ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.  

შემდეგი ცვლილება ეხება რეგულირების ახალი ობიექტის დამატებას, რაცაა ღვინისეული სასმელი, ანუ ღვინის ბაზაზე დამზადებული სასმელი.

მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება ადგილობრივ ბაზარზე ღვინის სავალდებულო სერტიფიცირებას, რომელიც 2023 წლის იანვრიდან შემოდის. ეს ადგილობრივი ბაზრის მეტი კონტროლის საშუალებას მოგვცემს.

კანონში შეტანილი ცვლილებით ღვინის ეროვნულ სააგენტოს, შესაბამისი ორგანოების მიმართვის საფუძველზე, ტრანზიტული ტვირთების ექსპერტული ანალიზის ჩატარების უფლება ენიჭება“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
01

30/04/2021
ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
02

31/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
04

03/11/2023
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023