საზოგადოება
19/04/2023

17 ივლისის ჩათვლით,თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში, წნორისწყლისა და კალოუბნის ქუჩებზე მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 20 აპრილის 09:00-დან 17 ივლისის 18:00 საათამდე იმოქმედებს.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

20 აპრილიდან 7 მაისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა კახეთის გზატკეცილიდან საცხენისის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. მძღოლები წნორისწყლის ქუჩის გახსნილ მონაკვეთზე გადაადგილებას შეძლებენ კახეთის გზატკეცილიდან სტან სტორიმანსისა და საცხენისის ქუჩების გავლით; 8 მაისიდან 25 მაისამდე შეიზღუდება მოძრაობა წნორისწყლისა და საცხენისის ქუჩების კვეთაზე. მძღოლები კახეთის გზატკეცილის, სტან სტორიმანსის, საცხენისის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ.

სამუშაოების ფარგლებში, 26 მაისიდან 12 ივნისამდე გადაიკეტება წყორისწყლის ქუჩა, საცხენისის ქუჩიდან შუამთისა და წნორისწყლის ქუჩების კვეთის ჩათვლით. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ საცხენისის, შუამთის, თრიალეთის, კალოუბნის, გიორგი აბაშვილის ქუჩებისა და კახეთის გზატკეცილის გამოყენებით; 13 ივნისიდან 30 ივნისამდე გადაიკეტება წნორისწყლის ქუჩა. კერძოდ, შუამთისა და კალოუბნის ქუჩებს შორის არსებული საგზაო მონაკვეთი. მძღოლები შუამთის, თრიალეთისა და კალოუბნის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ. 

რაც შეეხება პირველიდან 17 ივლისის პერიოდს, სამუშაოები კალოუბნის ქუჩაზე, წნორისწყლის ქუჩის კვეთიდან კალოუბნის N34-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, მხოლოდ ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე იწარმოებს, დღის განმავლობაში კი მძღოლები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ. კერძოდ, 17 ივლისის ჩათვლით, ტრანსპორტი ღამის საათებში გადაადგილდება თრიალეთის, შუამთისა და გიორგი აბაშვილის ქუჩების გამოყენებით, დღის განმავლობაში კი, დაწესდება ნაწილობრივი შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ გზის მთლიანი მონაკვეთი არ ჩაიკეტება და მძღოლები იმოძრავებენ არსებული მარშრუტის შესაბამისად.

დასკვნით ეტაპზე, სამუშაოები კალოუბნის N34-ის მიმდებარედ, საცხოვრებელ კორპუსამდე მისასვლელ გზაზე ჩატარდება. შესაბამისად, ცენტრალურ გზებზე მოძრაობა არ შეიზღუდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023