მსოფლიო
28/01/2022

ვიქტორია ნულანდი: პროექტი "ჩრდილოეთ ნაკადი 2" გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

პროექტი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ გაჩერდება, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანელ მოკავშირეებთან მჭიდრო და მკაფიო მოლაპარაკებებ გრძელდება. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აშშ და მათი მოკავშირეების პოზიცია ერთიანია – გასცენ სწრაფი და მტკიცე პასუხი რუსეთს უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში.

მან აღნიშნა, რომ აშშ-მა უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთის შეთავაზებებზე პასუხი ჩამოაყალიბა ცალკეულ ქვეყნებთან კონსულტაციების შედეგად, მათ შორის უკრაინასთან, ნატო-ს წევრებთან და ეუთო-ს წევრ პარტნიორებთან.

პრესბრიფინგზე ვიქტორია ნულანდს ჰკითხეს, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხი შეიცავდა თუ არა, ნატო-ს პასუხის მსგავსად, მოწოდებას საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ძალების გაყვანის შესახებ.

„მე არ ჩავუღრმავდები ჩვენი დოკუმენტისა ან ნატო-ს დოკუმენტს, საკმარისია იმის თქმაც, რომ ჩვენს დოკუმენტში უკიდურესად მკაფიოდ არის გამოხატული ჩვენი შეშფოთებები რუსეთის პოზიციასთან დაკავშირებით, მათ შორის მის მიერ მეზობლების მიმართ სუვერენიტეტის დარღვევების გამო“, – აღნიშნა ნულანდმა.

ნულანდმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება აშშ-ის შეთავაზებებს შეისწავლის და მოლაპარაკებებს დაუბრუნდება.

„თუ პრეზიდენტი პუტინი უარყოფს ჩვენს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას, ჩვენ უნდა ვიყოთ და ვიქნებით მზად“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

მისი თქმით, რუსეთმა აშშ-ის განუცხადა, რომ ვაშინგტონის პასუხის შესასწავლად დრო სჭირდება.

„ასე რომ, ბურთი მათ მოედანზეა“, – თქვა ნულანდმა.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023