ფოტო: promoteukraine
მსოფლიო
16/03/2022

უმსხვილესმა გერმანულმა კომპანია E.ON-მა რუსული გაზის შესყიდვა შეწყვიტა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, უმსხვილესმა გერმანულმა კომპანიამ E.ON (EONGn.DE) რუსული გაზის შეყიდვაზე უარი თქვა.

როგორც Reuters-ი კომპანიაზე დაყრდნობით წერს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას არ აქვს გაზის მომწოდებლებთან გრძელვადიანი კონტრაქტები და მის პორტფელში მცირე რაოდენობის შესყიდვები გაფორმებულია "გაზპრომის" სავაჭრო კომპანიებთან, E.ON-ი ახალი მოცულობის შესყიდვაზე უარს ამბობს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ლეონარდ ბირბრაუმი აღნიშნავს, რომ რუსეთთან გაზის მიწოდებაზე უარის თქმა E.ON-ს დაარტყამს. 

"რუსეთის ბაზარი არ არის ჩვენს სამიზნე რეგიონებს შორის, თუმცა ერთი რამ ნათელია: თუ იქნება ენერგიის იმპორტის მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი ფიზიკური დეფიციტი, ამას ჩვენზეც ექნება გავლენა", - თქვა მან ჯგუფის ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023