მსოფლიო
11/01/2021

ტრამპის ანგარიშის დახურვამ Twitter-ის აქციები გააუფასურა

დონალდ ტრამპის ანგარიშის დახურვის შემდეგ Twitter-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა.

სოციალური ქსელის აქციების ღირებულება ნიუ-იორკის ბირჟაზე 7.5%-ზე მეტად შემცირდა. აქციები „წითელ ზონაშია“ მას შემდეგ, რაც Twitter-მა აშშ-ს პრეზიდენტის პირადი ანგარიშის სამუდამოდ გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 

ამ გადაწყვეტილებას კი წინ 6 იანვარს ვაშინგტონში მომხდარი პროცესები უძღოდა, როდესაც 6 იანვარს ტრამპის მომხრეთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა, სადაც კონგრესის სხდომა მიმდინარეობდა. 7 იანვარს Twitter-მა დროებით დაბლოკა ტრამპის „ექაუნთი“ და 3 პოსტის წაშლაც მოითხოვა, რაც სოციალური ქსელის შეფასებით მის წესებს ეწინააღმდეგებოდა.

ტრამპს Twitter-ზე 88 მლნ გამომწერი ჰყავდა. ის აქტიურად იყენებდა სოციალურ ქსელს და დღეში საშუალოდ 10 „ტვიტს“ აქვეყნებდა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023