მსოფლიო
24/05/2022

Starbucks–ი რუსეთის ბაზარს სამუდამოდ ტოვებს

Starbucks რუსეთის ბაზარს, 15 წლიანი მუშაობის შემდეგ, სამუდამოდ ტოვებს.

კომპანია უკანასკნელი დასავლური კორპორაციაა, რომელმაც ქვეყანა უკრაინის ომის გამო დატოვა.

აღსანინშნავია, რომ ომის დაწყებიდან მალევე Starbucks–მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა, თუმცა საბოლოოდ ბაზრის დატოვების შესახებ ახლახანს განაცხადა.

BBC-ის ინფორმაციით, კომპანია 2000 თანამშრომელს ხელფასს 6 თვის განმავლობაში მაინც გადაუხდის.

ცნობისთვის, Starbucks რუსეთში 2007 წელს შევიდა და ქვეყანაში130 ყავის მაღაზიას ფლობდა.

უამრავმა ბრენდმა და კორპორაციამ დატოვა რუსეთის ბაზარი. მათ შორის,  McDonald’s–მა, რომელმაც 30 წელზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისისა და არაპროგნოზირებადი ოპერაციული გარემოს გამო, რუსეთში 850 რესტორნის გაყიდვა გადაწყვიტა. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023