მსოფლიო
29/09/2021

"საწვავის კრიზისის" გამო დიდი ბრიტანეთის არმიაში მობილიზაცია გამოცხადდა

დიდ ბრიტანეთში სამხედროები სრულ მზადყოფნაში, რათა საწვავის კრიზისის მოგვარებაში მიიღონ მონაწილეობა.

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთში რამდენიმე დღეა ავტოგასამართ სადგურებთან უზარმაზარი რიგებია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიებს საწვავის გადამტანი მანქანები არ ჰყოფნის, რამაც პანიკა გამოიწვია. სამხედრო მანქანების 150 მძღოლმა ამ პრობლემის მოგვარებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ უკანასკნელ დროს პანიკა შემცირდა და ამ საკითხში სამხედროების გამოყენება პანიკის დონეს კიდევ უფრო შეამცირებს.

ექსპერტების შეფასებით, დიდ ბრიტანეთში სატვირთოების დაახლოებით 100 000 მძღოლის უკმარისობაა. ამაში სადისტრიბუციო კომპანიების მძღოლებიც შედიან.

საწვავის ძირითადი მიმწოდებელი კომპანიები BP და Shell ვარაუდობენ, რომ პანიკა რამდენიმე დღეში შენელდება და ბენზინგასამართი სადგურები მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023