ფოტო: REUTERS/Maxim Shemetov/File Photo
მსოფლიო
27/02/2022

სანქციების ახალი ნაკადი, რომელსაც ევროკავშირი რუსეთს დაუწესებს

ევროკავშირი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების "ახალ ნაკადს" უწესებს. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად ევროკავშირი „დააფინანსებს საბრძოლო იარაღსა და სხვა აღჭურვილობის შეძენას და უზრუნველყოფს მიწოდებას იმ ქვეყნისთვის, რომელსაც თავს დაესხნენ“.

ამ ეტაპზე საუბარია 3 ახალ სანქციაზე:

სანქცია N1 - ყველა რუსული თვითმფრინავისთვის ევროკავშირის საჰაერო სივრცე იკეტება. 

”ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსებისთვის. აკრძალვა შეეხება რუსი მფლობელები საკუთრებაში არსებუულ, რუსეთში რეგისტრირებულ და რუსეთის მიერ კონტროლირებად თვითმფრინავებზე. ეს თვითმფრინავები ვეღარ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე დაშვებას, აფრენას და გადაფრენას. ეს შეზღუდვა გავრცლდება რუსი ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებსაც.

სანქცია N2 - აკრძალვა, რასაც ფონ დერ ლაიენი "კრემლის მედია მანქანას" უწოდებს

„სახელმწიფო Russia Today და Sputnik, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად. ვამუშავებთ ინსტრუმენტებს ევროპაში ამ დეზინფორმაციის ასაკრძალად", - ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

სანქცია N3 - შეზღუდვების გაფართოება ბელორუსისთვის 

ფონ დერ ლაიენი ლუკაშენკოს რეჟიმს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაში თანამონაწილეს უწოდებს და განმარტავს, რომ სანქციები ბელორუსის "ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებზე" და საექსპორტო პროდუქტებზე გავრცელდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023