მსოფლიო
24/02/2022

საქართველოს საელჩო იაპონიაში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს საელჩო იაპონიაში უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

იაპონიაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ ლეჟავა ინიციატივით, სხვა თანამოაზრე ქვეყნების ელჩებთან ერთად უკრაინის მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა.

სრული დიპლომატიური კორპუსი იაპონიაში ერთხმად გმობს რუსეთის ძალადობას უკრაინაში და ამერიკის, კანადის, ბრიტანეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მოლდოვას, ნორვეგიის, ისლანდიის, სან მარინოს, ბულგარეთის, უკრაინისა და საქართველოს ელჩები  უკრაინას თანადგომას უცხადებენ.  

"დიპლომატიური კორპუსის სახელით ამ რთულ მომენტში მინდა გამოვხატო მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით და გვესმის რუსული აგრესიის შედეგები. რაც მოხდა 2008 წელს არ უნდა განმეორდეს - მსოფლიო ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ ასეთ შეცდომას" - განაცხადა  იაპონიაში საქართველოს ელჩმა თეიმურაზ ლეჟავამ.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023