მსოფლიო
                                28/02/2022
                                
                            რუსეთი საჰაერო სივრცეს 36 ქვეყნისთვის კეტავს
CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ საჰაერო სივრცე 36 ქვეყნისთვის ჩაკეტა.
ამერიკული გამოცემის ცნობით, სამმართველოში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ევროპული სახელმწიფოების მიერ რუსეთში რეგისტრირებულ გადამზიდავებსა თუ ფრენებზე დაწესებული აკრძალვების საპასუხოდ მიიღეს.
