GETTY IMAGES
მსოფლიო
25/02/2022

რუსეთი ბრიტანულ ავიაკომპანიებს საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენებას უკრძალავს

ბრიტანულ ავიაკომპანიებს რუსეთის აეროპორტებში დაშვება და მისი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აეკრძალათ,– ამის შესახებ  რუსეთის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა განაცხადა. 

ეს მოჰყვა დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას, რუსეთის ნაციონალური ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში დაფრენასთან დაკავშირებით.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის აკრძალვა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების ნაწილი იყო.

"ვფიქრობ, ეს იყო მათი შურისძიება გუშინდელისთვის, როდესაც აეკრძალათ აეროფლოტის გამოყენება და დაშვება გაერთიანებულ სამეფოში. ეს არის მათი პასუხი."–განაცხადა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა ITV-სთან. 

"დაწესდა შეზღუდვა რუსეთის საჰაერო სივრცის გამოყენებაზე იმ თვითმფრინავების ფრენისთვის, რომლებიც ფლობს, იჯარით აღებულია ან ოპერირებას უწევს დიდ ბრიტანეთში დაკავშირებულ ან რეგისტრირებულ ორგანიზაციას".–აცხადებს, რუსეთის საავიაციო ორგანო.  

სანამ რუსეთი გამოაცხადებდა აკრძალვის შესახებ, British Airways-მა განაცხადა, რომ ახლა თავს არიდებს რუსეთის საჰაერო სივრცეს. ავიაკომპანია ლონდონსა და მოსკოვს შორის რეისს ჩვეულებრივ კვირაში სამჯერ ახორციელებს.  

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე ხუთშაბათს დაიხურა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ქვეყანაში სამხედრო შეჭრა დაიწყეს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023