მსოფლიო
22/02/2022

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა ნავთობი კიდევ უფრო გააძვირა

დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ "რესპუბლიკებად" აღიარებისა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსული არმიის შესვლის შემდეგ გლობალურ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია. 

ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე $99 შეადგინა. ამერიკული ნედლი ნავთობის ფიუჩერსები 5,4%-ით გაიზარდა და ბარელზე $95,65 დოლარი გახდა. Brent-ის მარკის ნავთობის გლობალური საორიენტაციო ფასის მატებამ 3,8% შეადგინა და $99,17 გახდა. 

CNN-ის ცნობით, საერთაშორისო ინვესტორები შიშობენ, რომ არსებული დაძაბული ვითარების გამო რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტი შეფეხრდება, რაც ამ მიმართულებით ფასების კიდევ უფრო მატებას გამოიწვევს. 

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარებას მოაწერა ხელი. ამის შემდეგ კი მან ოკუპირებულ რეგიონებში "მშვიდობის დავის" მოტივით რუსული არმიის შეყვანის ბრძანება გასცა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023