მსოფლიო
15/02/2022

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა აზიაში აქციები გააუფასურა

რუსეთ უკრაინას შორის არსებული დაძაბული ვითარების გამო აზიურ ბაზრებზე ცვლილებებია. აქციების ფასები ეცემა, ხოლო ისეთი აქტივების ღირებულება, რომელიც უსაფრთხოდ მიიჩნევა - იზრდება.

ასეთია მაგალითად ოქრო, რომლის ფასიც 8 თვიან მაქსიმუმზეა. ამის შესახებ Reuters წერს.

ამერიკული საფინანსო ინსტიტუტის Morgan Stanley Capital International-ის ინდექსით იაპონიის გარეთ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებში აქციების ფასი 0.5%-ით დაეცა. ეს კი მას შემდეგ, რაც ორშაბათს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში საფონდო ბირჟებმა მოწინავე პოზიციები დაკარგეს.

Reuters-ის ცნობით, იაპონურ წამყვანი საფონდო ბირჟაზე Nikkei აქციების საერთო ფასი 0.91%-ით დაეცა. ავსტრალიაში კი ფასიანი ქაღალდების ბირჟა, S&P/ASX200 0.51%-იანი დაღმასვლით დაიხურა.

ბრიტანული გამოცემა ჰონგკონგისა და ჩინეთის ბაზრებსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ ცვლილებები ორი ქვეყნის საფონდო ბირჟებზეც თვალსაჩინოა.

არსებულ გეოპოლიტიკურ რისკებსა და მის გავლენებზე საუბრობს წამყვანი საინვესტიციო ბანკი  J.P. Morgan.

„მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ბაზრებზე მოლოდინების მთავარი განმაპირობებელი გეოპილიტიკური რისკები იქნება“,- ციტირებს Reuters J.P. Morgan-ის საერთაშორისო ბაზრების ანალიტიკოსის, მარსელა ჩოუს განცხადებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023