მსოფლიო
03/03/2022

რუბლის გაუფასურების მორიგი რეკორდი

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა Fitch-მა და Moody's-მა რუსეთს რეიტინგები შეუმცირეს, რუბლმა გაუფასურების მორიგი რეკორდი დაამყარა.
 
Reuters-ის ინფორმაციით, რუსული ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით კიდევ 10%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებით 7%-ით გაუფასურდა. შედეგად $1 რუსეთში 117.5 რუბლად ივაჭრება, ხოლო 1 ევრო 124.1 რუბლი ღირს. 
 
ამასთან, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ფიზიკური პირების მიერ სავალუტო ბირჟებზე უცხოური ვალუტის შესყიდვაზე 30%-იანი საკომისიო დააწესა. Reuters-ის თანახმად, ბროკერები განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი გამიზნული იყო დოლარზე მოთხოვნის შესამცირებლად - მაგრამ რუსული რუბლის გაუფასურება მაინც ვერ შეჩერდა. 
 
ცნობისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო, Fitch-მა რუსეთის სუვერენეული რეიტინგი "BBB"-დან "B"-მდე შეამცირა. ეს საინვესტიციო რეიტინგის ბოლო საფეხურია. Moody's-მა კი რუსეთის რეიტინგი 6 საფეხურით В3-მდე შეამცირა. 
Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023