მსოფლიო
01/03/2022

რას აცხადებენ უკრაინის საელჩოში ელჩის გაწვევაზე

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქციებს ანდრეი კასანოვი ასრულებს. 

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია კონსულტაციებისთვის. ამის ორი მიზეზი იყო - სანქციები და მოხალისეების უკრაინაში წასვლაზე ხელისუფლების გადაწყვეტილება. 

მისი თქმით, გარდა ამისა, კიდევ ბევრი საკითხია განსახილველი. 

"დღეიდან მე ვახორციელებ საქართვეოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ფუნქიცებს. 

როგორც ცნობილია, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიწვია უკრაინის ელჩი კონსკულტაციებისთვის, იყო ორი მიზეზი - პირველი არის საქართველოს მთავრობის პოზიცია რომელიც უკავშირდება სანქციებს, მეორე მიზეზი ეს არის გადაწყვეტილების არ მიღება, რომელიც უკავშირდება მოხალისეების გაგზავნას უკრაინაში, ჩვენი ჯარის დასახმარებლად. არსებობს კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც განხილული უნდა იყოს ამ კონსულტაციების დროს. რაც შეეხება უკრაინაში უსაფრთხოების სიტუაციას, დღეს უკვე მეექვსე დღეა, როცა მიმდინარეობს ღია შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი ყველანაირი ნორმების წინააღმდეგ იყენებს აკრძალულ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ბავშვების წინააღმდეგ", - აღნიშნა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა.   

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023