ფოტო: GETTY IMAGES
მსოფლიო
28/07/2021

პანდემიის პარალელურად ტექნიკური გიგანტების მოგება მილიარდობით იზრდება

ტექნიკური გიგანტების განაცხადებით, კომპანიების მოგებამ მოიმატა, რადგან პანდემიის მიუხედავად მომხმარებლები აახლებენ მოწყობილობებს და აქტიურად არიან ჩართული ონლაინ გაყიდვებში. 

BBC-ის ინფორმაციით, Apple-ის მოგება გაორმაგდა და $21,7 მლრდ შეადგინა, რაც ახალი 5G თაობის iPhone-ებზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდება. ამან ასევე ხელი შეუწყო კომპანიის სატელევიზიო და მუსიკალური სერვისების ციფრული გამოწერების ზრდას.

Microsoft-მა იმავდროულად $16.5 მლრდ-ის მოგება ნახა, რაც 47%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

Google-ის მშობელმა კომპანიამ, Alphabet მა, სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ კვარტალური გაყიდვები და მოგება რეკორდულად გაიზარდა. ეს დიდწილად გამოწვეული იყო ონლაინ რეკლამირების ხარჯების გაზრდაზე, რომელიც მიზნად ისახავს, შეზღუდვების ფონზე, მომხმარებელთა ონლაინ ვაჭრობაში ჩართვას.  

მაგალითად, პლატფორმა YouTube- ზე, რეკლამების შემოსავლებმა $7 მლრდ–იანი ნახტომი აჩვენა, – წერს BBC-ი. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023