მსოფლიო
30/04/2021

ნავთობის ფასი ერთ წელში გასამმაგდა

ნავთობის ფასი იზრდება. საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი Brent მარკის ნავთობი 68 დოლარად ივაჭრება.

ბოლო 1 წელიწადში კი, ნავთობის ფასი თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი, 25-დან 67-68 დოლარამდე.

საწვავი ძვირდება საქართველოშიც. იანვართან შედარებით ევრო რეგულარის მარკის საწვავის ფასი, სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე 46-58 თეთრით არის გაძვირებული.

საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესებს კონკურენციის სააგენტო სწავლობს. მარეგულირებელმა მონიტორინგის შუალედური ანგარიშიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ფასების ცვლილება საგარეო ფაქტორებით და ლარის კურსის ვარდნით არის განპირობებული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები