მსოფლიო
14/12/2021

ნატოს გენერალურ მდივანს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს

ეს არის სამუშაო რისთვისაც მოტივირებული ვარ, - ნატოს გენერალურ მდივანს ნორვეგიის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სურს.

იენს სტოლტენბერგის სიტყვებს Reuters-ი ციტირებს და წერს, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებაზე შეთავაზება ნორვეგიის ფინანსთა მინისტრისგან მიიღო.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ სტოლტენბერგის დანიშვნის შემთხვევაში ეჭვქვეშ დადგება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, იქვე დასძენენ, რომ ნორვეგიაში პოლიტიკოსები არასოდეს ყოფილან ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სტოლტენბერგს ეკონომიკური განათლება აქვს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი წარსულში იყო ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი, მანამდე კი ფინანსთა მინისტრის პოსტიც ეკავა.

ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშვნის შემთხვევაში, იენს სტოლტენბერგი მოვალეობის შესრულებას 2022 წლის ოქტომბრიდან შეძლებს, სწორედ ამ დროს ეწურება მას ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე უფლებამოსილების ვადა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023