მსოფლიო
30/11/2021

მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქი სალვადორში აშენდება

სალვადორმა მსოფლიოში პირველი ბიტკოინ-ქალაქის მშენებლობა დააანონსა.

energynews.ge სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით წერს, რომ ბიტკოინ-სიტი იქნება ქალაქი სადაც, კრიპტოვალუტის მაინინგი ვულკან კონჩაგუას ენერგიაზე იქნება შესაძლებელი. ბიტკოინ-სიტის მოსახლეობა დღგ-ის გარდა, ყველა გადასახადისგან გათავისუფლდება. დღგ-ის გადასახადებიდან ბიუჯეტში შესული თანხის ნახევარი კი ისევ ბიტკოინ-სიტის განვითარებას მოხმარდება.

ლა-უნიონის დეპარტამენტში ქალაქის მშენებლობისთვის სალვადორი 1 მილიარდი დოლარის ბიტკოინ-ობლიგაციებს გამოუშვებს. ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის შესაქმნელად 300 000 ბიტკოინი დაიხარჯება. ბიტკოინ-სიტი მრგვალი, მონეტის ფორმის იქნება.

„საცხოვრებელი და კომერციული რაიონები, მუზეუმები, ბარები, რესტორნები, აეროპორტი, პორტი, რკინიგზა – ყველაფერი ბიტკოინს მიეძღვნება“, – განაცხადა სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ.

მიმდინარე წლის ივლისში სალვადორი გახდა მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც ბიტკოინი გადახდის ლეგალურ ერთეულად აღიარა. ქვეყნის ეკონომიკა ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. გზავნილების წლიური ჯამი დაახლოებით 6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023