ფოტო: world-grain.com
მსოფლიო
03/02/2022

მსოფლიო ბაზარზე ხორბალმა გაიაფება დაიწყო, ზეთის ფასი კი რეკორდულ ნიშნულზეა

მსოფლიო ბაზარზე იანვარში ხორბლის გაიაფება დაიწყო, ზეთი კი ისევ ძვირდება და ფასი რეკორდულ ნიშნულს აღწევს.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი იანვარში მხოლოდ 1.1%-ით გაიზარდა და 135.7 ქულა შეადგინა.

მარცვლეულის ფასების ინდექსმა იანვარში დეკემბერთან შდარებით უმნიშვნელოდ, 0.1%-ით მოიმატა დეკემბერთან შედარებით. ხორბლის ფასმა მსოფლიო ბაზრებზე დაიწია 3.1%-ით,
რაც ავსტრალიასა და არგენტინაში ხორბლის უხვი მოსავლით არის გამოწვეული. სიმინდის
ფასის 3.8%-ით მატება კი სამხრეთ ნახევარსფეროში ნალექის ნაკლებობა და გვალვის საშიშროება მოქმედებს. გაიზარდა ბრინჯის ფასიც და, დეკემბერთან შედარებით, 3.1%-ით მოიმატა.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა, წინა თვესთან შედარებით, 4.2%-ით მოიმატა და
ისტორიულად რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ფასმა პალმის, სოიოს, რაფსის და მზესუმზირის
ზეთზე. პალმის ზეთის შემთხვევაში, ფასები ინდონეზიიდან ექსპორტის შემცირების მოლოდინის გამოა გაზრდილი, რაფსის და მზესუმზირის ზეთებზე ფასების ზრდა კი მომატებული მოთხოვნის და შემცირებული მარაგითაა განპირობებული. ყველა სახეობის ზეთის ფასზე მოქმედეს ნავთობის გაძვირებაც.

FAO-ს რძის პროდუქტების ფასის ინდექსი წინა თვესთან შედარებით, 2.4 %-ით გაიზარდა, წინა
წლის იანვართან შედარებით კი - 18.7%-ით. გაძვირება, უმეტესწილად, რძის ფხვნილის და
კარაქს შეეხო და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში წარმოების კლებით და ოკეანიის ქვეყნების მიწოდების შემცირებული მაჩვენებლით არის გამოწვეული. რძის ნაწარმის ფასზე COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შედეგად სატრანსპორტო შეფერხებები და მუშახელის
ნაკლებობაც მოქმედებს.

FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი დეკემბერთან შედარებით უმნიშვნელოდ გაიზარდა, 2021 წლის
იანვართან მიმართებაში კი ზრდამ 17.3%-ს მიაღწია. ფასების ზრდაზე ზეგავლენას ახდენს
მაღალი საერთაშორისო მოთხოვნა, განსაკუთრებით, ბრაზილიასა და ოკეანიის ქვეყნებში
მსხვილფეხა რქოსანთა ხორცის ექსპორტის მოლოდინის შემცირება. ღორის ხორცის ფასმა
უმნიშვნელოდ მოიმატა. შემცირებულია ცხვრის და ფრინველის ხორცის ფასი, რაზეც მაღალი
საექსპორტო შეთავაზება, პანდემიის გამო, ტრანსპორტირების შეფერხებამ და ფრინველის
ხორცის მწარმოებელ რიგ ქვეყნებში ფრინველის გრიპის გავრცელებამ გამოიწვია.
3.1%-ით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით. შაქრის ფასი უკვე
მეორე თვეა მცირდება და გასული ექვსი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს
მიაღწია. შაქრის გაიაფებაზე ინდოეთსა და ტაილანდში უხვი მოსავალი და ბრაზილიაში
წამოსულმა წვიმებმა იმოქმედეს.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023