მსოფლიო
20/07/2021

ჯეფ ბეზოსი კოსმოსში New Shepard-ის სარაკეტო ეკიპაჟით დღეს გაფრინდება

ჯეფ ბეზოსი, სამყაროს ყველაზე მდიდარი ადამიანი დედამიწას დღეს დატოვებს და კოსმოსში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმოგზაურებს.

ჯეფ ბეზოსთან ერთად იქნება მარკ ბეზოსი, მისი ძმა, ასევე 82 წლის პიონერი, უოლი ფუნკი და 18 წლის სტუდენტი.

"აღფრთოვანებული ვარ. ხალხი სულ მეკითხება, ვნერვიულობ თუ არა. ნამდვილად არ ვნერვიულობ, ცნობისმოყვარე ვარ. მსურს ვიცოდე, რას ვისწავლით", - თქვა ბეზოსმა CBS News- თან ინტერვიუში

აღსანიშნავია, რომ კაფსულას უზარმაზარი ფანჯრები აქვს, რომელიც დედამიწის განსაცვიფრებელი ხედების ნახის შესაძლებლობას იძლევა, – წერს BBC-ი. 

დღეს Blue Origin პირველ ეკიპაჟურ ფრენას New Shepard–ს დაიწყებს და ამ მოვლენის ნახვა ონლაინ იქნება შესაძლებელი. სავარაუდოდ, პირდაპირი სტრიმინგი დაიწყება დილის 07:30 საათიდან, რომელსაც უამრავი მედია გააშუქებს. ეკიპაჟი კოსმოსში გაფრენიდან 11 წუთის შემდეგ დედამიწაზე ჩამოფრინდება.

“ეს დიდი ნაბიჯია სამომავლოდ კოსმოსური ტურიზმისთვის და შესანიშნავი ნაბიჯი მისიაში, რომელიც ორი ათეული წლის წინ ჯეფ ბეზოსმა დაიწყო, როდესაც Blue Origin დააარსა,“ - ამბობს CNN– ის ანდერსონ კუპერი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023