მსოფლიო
19/10/2023

ისრაელის კლინიკები რეაბილიტაციის სერვისებში ინვესტიციებს ზრდიან

საომარ პირობებში, ისრაელის კლინიკები რეაბილიტაციის სერვისებში ინვესტიციებს ზრდიან.

იხილოვის კლინიკა აცხადებს, რომ 10 მილიონ დოლარს ჩადებს ომში დაჭრილი ადამიანების რეაბილიტაციის სისტემის გაფართოებისთვის.

ამ მიზნით პირველ ეტაპზე 120 საწოლი იქნება გამოყენებული, რასაც დღის სტაციონარის 100 ადგილი დაემატება, ასევე იმუშავებს ფსიქიკური მხარდაჭერის განყოფილება. 

კლინიკაში რეაბილიტაციის პროცესი პაციენტის ჰოსპიტალიზაციისთანავე იწყება. ინვესტიციების მიზანი არის მშენებლობა, თანამედროვე აპარატურის შეძენა, ადამიანური რესურსის მოზიდვა და ბევრი სხვა რამ. 

იხილოვის კლინიკის დირექტორი, პროფესორის რონი გამზო ამბობს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დაიჭრა, რომელთაგან მესამედს მაინც საავადმყოფოში რეაბილიტაცია დასჭირდება, მათ შორის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. „სამწუხაროდ, ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი დაჭრილი გვეყოლება,“ - განაცხადა გამზომ.  მისი შეფასებით, ესაა ისრაელის ჯანდაცვის სისტემის ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა და ამ კუთხით იხილოვის სამედიცინო ცენტრი სარეაბილიტაციო სერვისების ავანგარდში იქნება. კლინიკა აპირებს, მოთხოვნის შესაბამისად, ინვესტიციები გაზარდოს და დამატებითი თანხების მობილიზებაზე იზრუნოს. 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022