ფოტო: Chris McGrath/Getty Images
მსოფლიო
16/03/2022

IMF: შესაძლოა, ომმა გლობალური ეკონომიკური დღის წესრიგი ფუნდამენტურად შეცვალოს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, უკრაინაში ომმა შესაძლოა, სრულად შეცვალოს გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგი.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემის თანახმად, IMF ვარაუდობს, რომ ცვლილებები ეკონომიკური ზრდის შემცირებასა და ინფლაციის დაჩქარებაში გამოიხატება. ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში განმარტავენ, რომ მიმდინარე მოვლენები ხელს უწყობს ფასების ზრდას, ამცირებს შემოსავლებს, არღვევს ვაჭრობასა და მიწოდების ჯაჭვებს. ომი ასევე ამცირებს ბიზნესის ნდობას და იწვევს ინვესტორებს შორის გაურკვევლობას, რაც იმოქმედებს აქტივების ფასებზე, გაამკაცრებს ფინანსურ პირობებს და შეიძლება განვითარებადი ბაზრებიდან კაპიტალის გადინება გამოიწვიოს. 

IMF 2022 წელს გლობალური ეკონომიკის 4.4%-იან ზრდას ვარაუდობდა, თუმცა ახლა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ზრდის პროგნოზის შემცირებას ელიან. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023