მსოფლიო
04/04/2022

ილონ მასკმა Twitter-ის 9.2%-იანი წილი იყიდა

ილონ მასკმა Twitter Inc.-ის 9.2%-იანი წილი იყიდა და პლატფორმის უმსხვილესი აქციონერი გახდა.

აქციების წილი დაახლოებით $2,89 მლრდ–ს შეადგენს.

ამ ამბის შემდეგ კი Twitter-ის აქციები დაახლოებით 26%-ით გაიზარდა. 

ზუსტად ერთი კვირის წინ მასკი Twitter-ის პოსტით მიანიშნებდა, რომ შესაძლოა შეარყიოს სოციალური მედიის ინდუსტრია.

50 წლის მილიარდელმა გასულ თვეში Twitter-ზე 80 მლნ გამომწერი გამოკითხა– იცავს თუ არა კომპანია სიტყვის თავისუფლების პრინციპებს. მას შემდეგ, რაც გამოკითხულთა 70%-ზე მეტმა უარყოფითი ფასუხი აჩვენა, მასკი ახალი პლატფორმის საჭიროებაზე ალაპარაკდა.

მასკმა, უკვე მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მარტის შუა რიცხვებიდან მოყოლებული დაახლოებით $1,1 მლრდ გამოიმუშავა.

Twitter Inc–მა შემოსავლებისა და მომხმარებელთა ზრდისთვის ამბიციური მიზნები დასახა, რათა დაერწმუნებინა სკეპტიკურად განწყობილი ინვესტორები, რომ ის სერიოზულად აპირებდა თავისი ბიზნესის გაფართოებას. მიუხედავად იმისა, რომ Twitter წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა, მისი საფონდო მოგება ჩამორჩებოდა ინდუსტრიის წამომადგენლების მოგებას. მასკმა გააკრიტიკა Twitter-ი და თქვა, რომ სოციალური მედიის კომპანიას არასწორი პრიორიტეტები აქვს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023