ფოტო: nato.int
მსოფლიო
31/01/2022

იენს სტოლტენბერგი ევროპას რუსეთზე ენერგოდამოკიდებულის შემცირებისკენ მოუწოდებს

ნატოს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება.

„შეშფოთებულნი ვართ ევროპაში ენერგეტიკული სიტუაციით, ეს ცხადყოფს ბუნებრივი აირის ერთ მიმწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობას და ამიტომ ნატოს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება მომარაგების დივერსიფიცირებაზე“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს აგზავნის. ევროკავშირი მზად არის, რუსეთს აქამდე არნახული ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ ის უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ჯარების განლაგებამ დასავლეთის შეშფოთება გამოიწვია. სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, დასავლეთი კრემლს მასშტაბური ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023