მსოფლიო
25/08/2023

Heineken-მა რუსეთში არსებული ბიზნესი სიმბოლურ 1 ევროდ გაყიდა

ლუდის გიგანტმა Heineken-მა რუსეთში არსებული ბიზნესი სიმბოლურ 1 ევროდ გაყიდა. აქტივის ახალი მფლობელი Arnest ჯგუფია, რომელიც რუსეთში პარფიუმერიის, კოსმეტიკის, აეროზოლების და საყოფაცხოვრებო პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელია. 

შეთანხმება გამოსყიდვას არ ითვალისწინებს -  ამის შესახებ Forbes-ს Heineken-ის პრესსამსახურში განუცხადეს.

გარიგების პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია, დაფაროს რუსული ბიზნესის დავალიანება Heineken-ის მიმართ, რაც დაახლოებით €100 მილიონს შეადგენს.

გარიგება მოიცავს რუსეთში დარჩენილ ყველა აქტივს, მათ შორის ლუდის შვიდ ქარხანას. ისინი ექვსი თვის განმავლობაში გააგრძელებენ ლუდის წარმოებას Amstel-ის ბრენდის ქვეშ.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022