მსოფლიო
07/10/2021

გაძვირებული პროდუქტები - ხორბლის ფასი 40%-ით, ზეთის 60%-ით გაიზარდა

FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის - რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი და ხორცი,  საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, სექტემბერში 1,2%-ით გაიზარდა და 130,0 ქულა შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი, 2020 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 32,8%-ით აღემატება.

სექტემბრის თვეში FAO-ს მარცვლეულის ფასების ინდექსმა 2%-ით მოიმატა. 4%-ით მომატებულია ფასები ხორბალზე, რაც შარშანდელ ფასს 41%-ით აღემატება.

"ფასის მომატება განპირობებულია ხორბალზე გაზრდილი მოთხოვნით და შემცირებული ექსპორტით. მოიმატა ბრინჯის და სიმინდის ფასმა, ეს უკანასკნელი 0,3%-ით არის მომატებული, რაც წინა წელთან შედარებით, 38%-ით მატებას გულისხმობს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მცენარეული ზეთის ფასები, წინა თვესთან შედარებით, 1,7%-ით გაიზარდა, 2020 წლის სექტემბერთან შედარებით კი - 60%-ით.

"პალმის ზეთის ფასები, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, მაღალი მოთხოვნის და მალაიზიაში მიგრანტთა სამუშაო ძალის რაოდენობის შემცირების გამო", -ნათქვამია განცხადებაში. 

1,5%-ით მოიმატა რძის პროდუქტების ფასის ინდექსმა, რაც დაკავშირებულია რძის ნაწარმზე მდგრადი მოთხოვნით და ევროპისა და ოკეანიის ქვეყნებში სეზონური ფაქტორებით.

0,5%-ით მომატებულია FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში, ამინდის გაუარესებამ და ეთანოლზე ფასის მატებამ. შაქრის ფასის მომატების ნაწილობრივი კომპენსაცია, ინდოეთსა და ტაილანდში კარგი მოსავლის მოლოდინის და მოთხოვნის კლების ხარჯზე მოხდა.

აგვისტოს თვესთან შედარებით, თითქმის უცვლელია ხორცის ფასის ინდექსი, რომელიც წინა წლის სექტემბერს 26,3%-ით აღემატება.

"საქონლის და ცხვრის ხორცის ფასმა მოიმატა, მიწოდების შემცირებას გამო, მაგრამ, ამავდროულად, ფრინველის და ღორის ხორცის ფასმა, იკლო, ჩინეთის მხრიდან მოთხოვნის შემცირების და მსოფლიოში ამ პროდუქციის მარაგის ზრდის გამო", - ნათქვამია განცხადებაში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023