მსოფლიო
10/09/2021

Ford-ი ინდოეთში მანქანების წარმოებას წყვეტს

ამერიკული ავტომობილების გიგანტმა Ford-მა ინდოეთში მანქანების წარმოების შეწყვეტის შესახებ განაცხადა.  

Ford-ი 2022 წლის მეორე კვარტლისთვის ორივე ქარხანას დახურავს გუჯარათისა და ტამილნადუს შტატებში, მაგრამ გააგრძელებს მანქანის ძრავების ექსპორტს, ასევე ტექნიკურ მომსახურებას არსებული მომხმარებლებისთვის.

BBC-ის ინფორმაციით, კომპანიამ ბოლო ათწლეულის მანძილზე $2 მლრდ–ზე მეტის ზარალი განიცადა, ამასთან ახალ მანქანებზე მოთხოვნა შემცირდა.

ავტომობილების მწარმოებელმა, რომელმაც ხუთი მოდელი აწარმოა ადგილობრივი ბაზრისთვის, განაცხადა, რომ მომავალში Ford-ი გლობალურ სატრანსპორტო საშუალებებსა და ელექტრიფიცირებულ ჯიპებზე გადაინაცვლებს, - ნათქვამია განცხადებაში, თუმცა უცნობია დამზადდება თუ არა ისინი ინდოეთში.

ანგარიშების თანახმად, კომპანია 25 წელია აწარმოებს მანქანებს ინდოეთში და ფირმა მეცხრე ადგილზეა ქვეყნის უმსხვილესი ავტომწარმოებლების სიაში.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს General Motors–მაც (GM) შეწყვიტა მანქანების დამზადება ინდოეთის ბაზრისთვის.

გასულ წელს კი, ჰარლი-დევიდსონმა შეწყვიტა წარმოება და მასიურად შეამცირა გაყიდვები მსოფლიოში ყველაზე დიდი მოტოციკლის ბაზარზე.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023