მსოფლიო
05/01/2022

ევროკავშირს ატომური და გაზის ელოქტროსადგურების "მწვანედ" კლასიფიცირება სურს

გლაზგოს კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გერმანია და ევროკავშირის 4 სხვა ქვეყანა ევროკავშირის მიერ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციით წარდგნენ.

energynews.ge წერს, რომ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად ცნობის წინააღმდეგ გამოსვლასთან ერთად გერმანია ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებების შექმნის გადავადების წინადადებით გამოდიოდა.

ევროკავშირის კომისიის მიერ შემუშავებულ და წევრი-სახელმწიფოებისათვის დაგზავნილ დოკუმენტში შესული წინადადებები, ექსპერტთა აზრით, კომპრომისულია და ორი დიდი სახელმწიფოს, გერმანიის და საფრანგეთის ინტერესებზეა მორგებული.

კერძოდ, ევროკომისიის მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს, რომ დაგეგმილი ინვესტიციები ახალი ატომური ელექტროსადგურებისთვის შესაძლებელია ჩაითვალოს „მწვანედ” იმ შემთხვევაში, თუ სადგურები აკმაყოფილებენ უახლეს ტექნიკურ სტანდარტებს და არსებობს რადიოაქტიური ნარჩენების უტილიზაციისთვის ქარხნის ექსპლუატაციის კონკრეტული გეგმა.

ანალოგიურად, ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურები „მწვანედ” შეიძლება მიიჩნიონ კვტ.სთ ელექტროენერგიის მიღების დროს ატმოსფეროში სათბურის აირის დასაშვებად მიჩნეული რაოდენობაზე არაუმეტესის გატყორცნის შემთხვევაში.

პროექტმა უკვე დაიმსახურა გერმანელი მწვანეების მძაფრი კრიტიკა. გერმანიის ეკონომიკის და კლიმატის დაცვის ახალმა მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ვერ ხედავს ევროკავშირის კომისიის ახალი წინადადებების მხარდაჭერის მიზეზს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ბირთვული ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიად კლასიფიცირების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაციის ხელმომწერი გერმანია, ავსტრია, დანია, ლუქსემბურგი და პორტუგალია მხარდამჭერებს ვერ იპოვნიან და არც წევრი ქვეყნები კვალიფიციური უმრავლესობით (20 ქვეყანა) და არც ევროპარლამენტარები დეპუტატთა კორპუსის ნახევარზე მეტის რიცხოვნობით (353 დეპუტატი) კანონპროექტის წინააღმდეგ არ მისცემენ ხმას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023