მსოფლიო
17/01/2022

ერთ წამში $15 000-ით გაზრდილი ქონება - ვინ გაამდიდრა პანდემიამ

მაშინ როდესაც კაცობრიობის 99%-ს პანდემიის პირობებში შემოსავლები შეუმცირდა მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება გაორმაგდა. 

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam-ის მიხედვით, 2020 წლის მარტიდან დღემდე ბლუმბერგის მილიარდელთა სიის სათავეში მყოფი 10 უმდიდრესი ადამიანის საერთო ქონება $700 მლრდ-დან $1.5 ტრილიონამდე გაიზარდა. მათი ქონება ერთ წამში $15 000-ით, დღეში კი საშუალოდ $1.3 მილიარდით იზრდებოდა.

„ამ ადამიანებმა ხვალ თავიანთი შემოსავლის 99.999% რომ დაკარგონ მაინც უფრო მდიდრები იქნებიან, ვიდრე პლანეტის მცხოვრებთა 99%-ია“,- განაცხადა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გაბრიელა ბუქერმა.

ბლუმბერგის მილიარდელთა სიის სათავეში დღეისთვის SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი, ილონ მასკი $269 მლრდ-ით ლიდერობს. მეორე ადგილს Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იკავებს $187 მლრდ-ის ქონებით. სიის მესამე ადგილზე ფრანგი ბიზნესმენი, Louis Vuitton-ის აღმასრულებელი დირექტორი ბერნარდ არნოლტია, $164 მლრდ-ით. სიის შემდეგ ადგილებს ბილ გეითსი ($133 მილიარდი), ლარი ფეიჯი ($124 მილიარდი), მარკ ცუკერბერგი ($124 მილიარდი), სერგეი ბრინი ($119 მილიარდი), უორენ ბაფეტი ($117 მილიარდი), სტივ ბალმერი ($111 მილიარდი) და ლარი ელისონი ($107 მილიარდი) ინაწილებენ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023