მსოფლიო
04/03/2022

EIB უკრაინის მხარდასაჭერად €668 მილიონს გამოყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი უკრაინის მხარდასაჭერად დაუყოვლენბლივ გამოყოფს €668 მილიონს.

EIB-ის განცხადების თანახმად, ეს თავდაპირველი მხარდაჭერის პაკეტი საგარეო დაკრედიტების მანდატითა და ევროკავშირის გარანტიით სარგებლობს. ევროპის სიანვესტიციო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თანხა მოხმარდება ყველაზე გადაუდებელ ფინანსურ საჭიროებებს, მოქალაქეებისთვის საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის შესყიდვის ჩათვლით. გამოყოფილი თანხა უკრაინისთვის რამდენიმე დღეში გახდება ხელმისაწვდომი. 

გარდა ამისა, ევროპის საინვესტიციო ბანკის საბჭო დათანხმდა, რომ საფინანსო ინსტიტუტმა უკრაინისთვის საგანგებო სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე ინიციატივა უნდა განახორციელოს. 

1. უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის საჭიროებების დაფინანსება, რაც მოიცავს ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ურბანულ განვითარებას და ციფრულ ინვესტიციებს. ეს თანხა შეიძლება ძალიან სწრაფად იყოს ხელმისაწვდომი, როგორც კი უკრაინის ხელისუფლება შეძლებს ხელი მოაწეროს ცვლილებებს არსებულ კონტრაქტებში;

2. ახალი კრიტიკული ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის დაფინანსებით EIB აპირებს აღადგინოს ყველაფერი, რასაც რუსული არმია ანადგურებს. ამისთვის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი გამოიყენებს თავის გამოცდილებას უკრაინის ადრეული აღდგენის პროგრამით, რომელმაც მხარი დაუჭირა 2014 წლის რუსული აგრესიის შემდეგ 238 მუნიციპალური და სოციალური ინფრასტრუქტურის პროექტის რეკონსტრუქციას, როგორიცაა სკოლები და საბავშვო ბაღები, საავადმყოფოები და სოციალური საცხოვრებლები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023