მსოფლიო
02/03/2022

EBRD რუსეთისთვის ფინანსებზე წვდომის უვადოდ შეჩერების საკითხს განიხილავს

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD) უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის საპასუხო გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს.

EBRD განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საფინანსო ინსტიტუტის დირექტორთა საბჭო რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებით, მენეჯმენტის წინადადებას დათანხმდა. მმართველი გუნდი გეგმავს ფინანსებსა და ბანკის სპეციალისტების მომსახურებაზე წვდომა უვადოდ შეუზღუდოს როგორც რუსეთს ასევე ბელორუსს.

EBRD-ის წესდების მიხედვით, მმართველ გუნდს რეზოლუციისთვის კენჭის ყრისთვის 30 დღე ექნება, რეზოლუციის მისაღებად საჭიროა მმართველი გუნდის არანაკლებ ორი მესამედის თანხმობა.

EBRD ასევე იკვლევს, პარტნიორებთან თანამშრომლობით, რეგიონისთვის გადაუდებელი დაფინანსების პაკეტის საკითხს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს მხარდაჭერას კერძო და საჯარო სექტორისთვის, ასევე ლტოლვილთა ნაკადით დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023