მსოფლიო
                                28/02/2022
                                
                            დიდი ბრიტანეთი საკუთარ პორტებში რუსულ გემებს აღარ მიიღებს
დიდი ბრიტანეთი რუსულ გემებს საკუთარ პორტებში აღარ შეუშვებს.
ამის შესახებ ინგლისის ტრანსპორტის საკითხების მდივანი გრანტ შაპსი Twitter-ზე წერს.
„დღეს მე მივწერე გაერთიანებული სამეფოს ყველა პორტს და ვთხოვე მათ, არ უზრუნველყონ წვდომა რუსეთის დროშის მქონე, რუსეთში რეგისტრირებული, კონტროლირებადი, დაქირავებული, ან ექსპლუატაციაში მყოფ გემზე“, - დაწერა შაპსმა ტვიტერში.
