მსოფლიო
20/07/2023

Danone-ს შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელად რამზან კადიროვის ძმისშვილი დაინიშნა

Danone-ს შვილობილი კომპანიის ახალ ხელმძღვანელად ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის ძმისშვილი დაინიშნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კრემლმა სახელმწიფოს უბრძანა, რუსეთში ფრანგული იოგურტის მწარმოებლის ბიზნესზე დროებით კონტროლი აეღო.

32 წლის იაკუბ ზაკრიევმა, რომელიც ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი და რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრია, Danone Russia-ს გენერალური დირექტორის პოსტი 17 ივლისს დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაცია ასახულია ინტერფაქსის SPARK-ის მონაცემთა ბაზაში. ზაკრიევისგან საკითხზე საჯარო კომენტარი არ გაკეთებულა. კომენტარზე უარს აცხადებს Danone-იც.

პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, სახელმწიფომ Danone-ს შვილობილ რუსულ კომპანიასთან ერთად კონტროლი აიღო ლუდის მწარმოებელზე, რომელიც ლუდის კომპანია Carlsberg-ს ეკუთვნის.

პუტინის აპრილში გამოცემული განკარგულება მთავრობას უფლებას აძლევს ქვეყანაში უცხოური აქტივები დროებითი კონტროლის ქვეშ აიყვანოს, თუ საზღვარგარეთ რუსული აქტივები ჩამორთმეული იქნება ან საფრთხე დაემუქრება.

ამ ნაბიჯმა შესაძლოა, გაზარდოს იმ დასავლურ კომპანიებზე ზეწოლა - რომელთაც რუსეთში დარჩენის გამო მწავევდ აკრიტიკებენ. მოსალოდნელია, რომ მათ დატოვონ ქვეყანა. არაერთი ბიზნესი, მათ შორის Heineken (HEINY), Nestlé, Unilever (UL) და Mondelez (MDLZ) სხვადასხვა მიზეზის გამო, კვლავ რუსეთში რჩება. ქვეყანა გასულ წელს, პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 1000-ზე მეტმა კომპანიამ დატოვა.

Reuters-ის ცნობით, ზაკრიევის დანიშვნა რუსეთში აქტივების მითვისების მასშტაბებზე მიუთითებს. ამასთან, ეს მიუთითებს ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის ახმედ კადიროვის ვაჟის გავლენებზე რუსეთში.

გასული წლის ოქტომბერში Danone-მა განაცხადა, რომ უარს იტყვის რუსეთში რძის პროდუქტების ბიზნესზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს 1 მილიარდ ევრომდე აქტივების ჩამოწერა. ამ საკითხთან დაკავშირებული წყაროს თქმით, Danone ყურადღებით ადევნებს თვალყურს რუსეთში არსებულ ვითარებას, ფოკუსირებულია მისი 7,500 პერსონალის უსაფრთხოებაზე, რომლებიც 13 ქარხანაში არიან განაწილებული.

რუსეთის მიერ მისი აქტივების ჩამორთმევის შემდეგ Danone საკითხის მოგვარების იურიდიულ გზებს ეძებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023