მსოფლიო
31/07/2020

Burberry-მ და Tencent-მა ჩინეთში ინოვაციური სოციალური მაღაზია გახსნეს

Burberry და Tencent ინოვაციური პროექტისთვის გაერთიანდნენ.

Burberry-მა ჩინეთის ტექნიკურ გიგანტ კომპანია Tencent–თან კოლაბორაციით შექმნა ძვირადღირებული, ინოვაციური სოციალური მაღაზია.

პარტნიორობის პირველ ეტაპზე Burberry–ს მიზანია ინოვატორის პოზიცია დაიკავოს ჩინელ მომხმარებელში.

„როდესაც საქმე სოციალური და საცალო ვაჭრობის ინოვაციაზე მივიდა, ჩინეთი იყო საუკეთესო ადგილი ამისთვის, როგორც ყველაზე ციფრულად მოაზროვნე მომხმარებლების ქვეყანა", – ამბობს Burberry–ს აღმასრულებელი დირექტორი მარკო გობეტი.

Tencent–ის WeChat პროგრამა საშუალებას აძლევს მყიდველს ისარგებლონ ექსკლუზიური კონტენტით და მიიღონ პერსონალური გამოცდილება, რომელსაც სოციალურ მედიაში გამოიყენებენ. ასევე ყველა ტანსაცმელს ექნება უნიკალური QR კოდი, სადაც პროდუქტის დეტალური ინფორმაციაა ნაჩვენები.

„ციფრული მაღაზიები ჩინეთში უკვე რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ახალ დონეზე აიყვანს ამ სფეროს. ჩინეთი საუკეთესო ფსონია ყველაზე ციფრული და სოციალური საზრიანი მომხმარებლებისთვის და ფუფუნების საგნების საცალო ვაჭრობისთვის დიდი ბაზარი,” - თქვა სიდაჰარტ პათაკმა, მენეჯმენტის საკონსულტაციო ფირმის Kearney-ს პარტნიორი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023