მსოფლიო
15/12/2021

ავსტრიის კანცლერი: ჩრდილოეთის ნაკადი 2 ევროპული პროექტია, ის მოსკოვის წინააღმდეგ არ უნდა გამოვიყენოთ

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად არ უნდა გამოვიყენოთ, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა გერმანულ გაზეთ Die Welt-თან ინტერვიუში.

„საჭიროდ არ მივიჩნევ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ექსპლუატაციაში გაშვების უკრაინაში რუსეთის ქცევასთან დაკავშირებას. ეს მხოლოდ ზიანს მიაყენებს ევროკავშირს. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მხოლოდ რუსეთის ინტერესებში არ არის. გერმანია, ავსტრია და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც ისარგებლებენ ამ გაზსადენით. „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ევროპული პროექტია, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ ბერკეტად არ უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, ასევე ცხადია, რომ ძალადობა ვერასდროს იქნება პოლიტიკის საშუალება და საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. გარდა ამისა, უკრაინის, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ინტერესები დაცული უნდა იყოს“, – აღნიშნა ავსტრიის ახალმა კანცლერმა.

8 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა აშშ-ის კონგრესში წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, გერმანია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენს დახურავს.

7 დეკემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, „დემოკრატებმა“ მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტიდან ის დებულებები ამოიღეს, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-სთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

„რესპუბლიკელი“ სენატორი, ჯიმ რიში აცხადებს, რომ ეს ყველაზე ცუდი გზავნილია უკრაინისთვის იმ დროს, როდესაც პუტინის ძალები მის კარებთან დგანან.

21 ივლისს, აშშ-მა და გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს. აღნიშნული მოიცავს გერმანიის მიერ ზომების გატარებას როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის დონეზე, მათ შორის სანქციების დაწესებას.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023