ფოტო: Apple
მსოფლიო
14/09/2021

Apple-მა ახალი iPhone 13 წარადგინა

რამდენიმე წუთის წინ Apple-მა ახალი iPhone 13 / 13 mini, iPhone 13 Pro / Pro Max წარადგინა. 

ახალ მოდელები უსწრაფესი A15 Bionic ჩიპით არის აღჭურვილი, რომელშიც 4 გრაფიკული ბირთვია წარმოდგენილი, ყველაზე სწრაფი და ხელოვნურ ინტელექტზე მორგებული პროცესორი, ასევე განახლებული 12+12MP ძირითადი + 12MP სელფის კამერა, ობტიკური სტაბილიზაცია, კინომატოგრაფიული ფოკუსირების ფუნქცია ბუნდოვანი უკანა ფონით.

ამ ყველაფერთან ერთად ახალ Iphone-ს 5G განახლებული ანტენების სისტემა და OLED ეკრანი ექნება, რომელიც 1,5 საათით მეტხანს ძლებს, ვიდრე iPhone 12.

ასევე Apple-მა წყალგამძლე კორპუსი, გაუმჯობესებული ელემენტი და ეკრანის დაცვის ახალი ტექნოლოგია წარმოადგინა.

ონალინ პრეზენტაციაზე Apple–მა ბევრი სხვა სიახლეც წარმოადგინა. მათ შორის Apple Watch Series 7, რომელსაც უფრო დიდი ეკრანი აქვს, ასევე გაუმჯობესებული ელემენტი და 33%–ით სწრაფია, ვიდრე წინა სერიები. 

ღონისძიება განახლებული iPad 9 / iPad mini–ის წარდგენით დაიწყო. მეექსვე თაობის iPad mini აღჭურვილია 8.3 დიუმიანი ეკრანით, TrueTone ტექნოლოგიით, თითის ანაბეჭდის ზედა ღილაკით და 5G მოდულით. რაც მთავარია Lightning პორტი უკვე USC-C პორტმა ჩაანაცვლა. 

ფოტო: Apple

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023