ჯანდაცვა
12/06/2023

"სუროგაციის მეთოდის გამოყენება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს დაშვებული"

სუროგაციის მეთოდის გამოყენება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის უნდა იყოს დაშვებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერმა დაასახელა ქვეყნები, სადაც სუროგაცია საერთოდ აკრძალულია. მისივე თქმით, შეიმუშავეს კანონი, რომლითაც სუროგაციით უცხოელები ვერ ისარგებლებენ. აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი კი უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი.

„ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება ამასთან დაკავშირებით და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს. არსებობს ინფორმაციები, შესაძლოა ერთნაირსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და შესაძლოა, უამრავი პრობლემა იყოს. სხვა სირთულეებსაც გადაწყდა ჩვენი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. ამდენად, ამას სჭირდება რეგულირება.

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში გაიგზავნა და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. აუცილებელია ეს დარეგულირდეს, დაშვებული იქნება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცი, ბევრია მსურველი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ სუროგაციის მეთოდს მიმართავენ. რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023