ჯანდაცვა
12/09/2023

სახელმწიფოს ეცოდინება, რომელ კლინიკაში როგორი მომსახურებაა და სადაა რისკი პაციენტისთვის

DRG-ის სისტემის ერთერთი შედეგი იქნება ის, რომ შეიქმნება კლინიკების შედარების შესაძლებლობა და აღმოჩენილი რისკების საფუძველზე განხორციელდება მათი კონტროლის გარკვეული მექანიზმები.

ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

როგორც ღუდუშაურმა განმარტა, DRG-ის 10-თვიანი მოქმედების შედეგად გამოიკვეთა, რომ სისტემა წარმატებით მუშაობს და ფარავს სერვისების 70%-ს, რაც მომდევნო ეტაპზე გაფართოვდება. მინისტრის მოადგილის თქმით, სისტემის მონიტორინგის პროცესში ჩართულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო ექსპერტები, შიდა კონტროლის მექანიზმები, დამოუკიდებელი საკონსულტაციო ჯგუფები. მიზანი კი არის არა კლინიკების დაჯარიმება ან საყოველთაო ჯანდაცვიდან მათი ჩახსნა, არამედ - პაციენტისთვის გაწეული მომსახურების საუკეთესო სტანდარტების დაცვა.

ღუდუშაურმა ასევე განმარტა, რომ DRG-ის ამოქმედებამდე იყო 3 ათასამდე ტარიფი, რომლებსაც რიგ შემთხვევაში ჩაშლა სჭირდებოდა და სახელმწიფოს რამდენიმე ტარიფის ანაზღაურება უწევდა. ახალი მოდელის დანერგვის შემდეგ კი პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა, კლინიკაში შესვლისა და დიაგნოზის დასმისთანავე, სტაციონარში დაყოვნებისა და დაავადების სირთულის მიუხედავად, იცოდეს კონკრეტული ტარიფი და მის მიერ გადასახდელი თანხა იმ ლიმიტში, რომელიც სახელმწიფოს აქვს დაწესებული.

ილია ღუდუშაურის თქმით, ახალი სისტემით მუშაობის გამოცდილების დაგროვებასთან ერთად გაუმჯობესდება პროგნოზირება და რისკების შემცირების მექანიზმი.

„ყველა კლინიკასთან მიმართებაში ერთგვაროვანი სატარიფო სისტემა გვაძლევს საშუალებას, ერთმანეთს შევადაროთ  კლინიკები, პაციენტების მკურნალობის ხარისხი, აღმოვაჩინოთ რისკები, რომელი კლინიკა შეიძლება იყოს უფრო რისკიანი ან უფრო ნაკლებად რისკიანი და რეგულირების სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები - კონტროლის კუთხით, პაციენტისთვის გაწეული სერვისის ხარისხის კუთხით ან თუნდაც კმაყოფილების კვლევის ჩატარების კუთხით, აღმოაჩინოს  გარკვეული რისკფაქტორები და შემდგომ, ამ რისკებზე დაფუძნებით კონკრეტულ კლინიკებში განვახორციელოთ კონტროლის მექანიზმები იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს, ერთის მხრივ, სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ გადახდილი თანხები და, მეორეს მხრივ, პაციენტის კმაყოფილების ხარისხი მაღალი იყოს,“- განაცდადა ილია ღუდუშაურმა. 

jandacva.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023